მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდათ - სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ისინი ქვეყანას თანხმობის გარეშე ვერ დატოვებენ. პროკურატურა ორივე მათგანისთვის 1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 16 მილიონ ლარზე მეტი თანხის გათეთრებას ედავება.
წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.