28 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
მან უნდა დაალაგოს სწორი პოლიტიკა - მმართველი გუნდი ლარის გამყარებისთვის ნაბიჯებს ეროვნული ბანკისგან ითხოვს 

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა - სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვის გაყიდვის შემდეგ, ლარმა სტაბილურობა მხოლოდ სამი დღით შეინარჩუნა.

ერთი დოლარის ღირებულება ბლუმბერგზე ამ დროისთვის თითქმის 2 ლარსა და 97 თეთრს აღწევს. ლარი ბოლო ორი დღის განმავლობაში 7-8 თეთრით გაუფასურდა.

მმართველი გუნდის წევრები შექმნილი ვითარების დასტაბილურებაში პასუხისმგებლობას კვლავ ეროვნულ ბანკს აკისრებენ. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა უნდა დაალაგოს.

Related image“ახლა ჯერი არის ეროვნულ ბანკზე, მან უნდა დაალაგოს სწორი პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ლარის სტაბილურობა. რაიმე ისეთ მოლოდინს თუ დავნერგავთ , რომელიც იქნება არასწორი, ეს უარყოფითად იმოქმედებს, მაგრამ ამის საფუძველი არ არის. აქედან გამომდინარე, ახლა ჯერი არის ეროვნულ ბანკზე, მისი პასუხისმგებლობა და მე ვფიქრობ, ალბათ ასეთი მოლოდინიც უნდა გვქონდეს,”-განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ ლარის ვარდნაზე გავლენა იქონია, როგოც საგარეო ასე საშინაო ფაქტორებმა. კალაძეც დანარჩენების მსგავსად ქმედებებს ეროვნული ბანკისგან ელოდება და უფრო მეტიც, დედაქალაქის მერი ითხოვს, მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა საზოგადოებას გადასადგმელი ნაბიჯების გეგმა წარუდგინოს.

Image result for კახა კალაძე“ყველა ფაქტორმა იქონია ალბათ გავლენა, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა, ყველაფერმა ერთობლიობაში მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს დღეს. ლარის კურსი პრობლემა არის ყველასთვის და შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც იქნა გადადგმული, ტენდენცია წამოვიდა დასტაბილურებისკენ, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. რა თქმა უნდა ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. წარმოუდგინოს საზოგადოებას გეგმა და რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ ეს პრობლემა იქნეს მოხსნილი,“-განაცხადა კახა კალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები