01 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
ბანგლადეშში, ძლიერი ხანძრის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა

ბანგლადეშში, ძლიერი ხანძრის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა. ცეცხლი გვიან ღამით ბარაკების დასახლებაში გაჩნდა და მალევე მთელს უბანს მოედო. ხანძარმა 15 ათასზე მეტი საცხოვრებელი გაანადგურა. ცეცხლის ჩასაქრობად მაშველებს 6 საათზე მეტი დასჭირდათ. 50 ათასზე მეტი ადამიანი ღია ცის ქვეშაა დარჩენილი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მაშველების განცხადებით, ხალხი მხოლოდ იმ ფაქტმა გადაარჩინა, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი ქალაქის ცენტრში იმყოფებოდა და რელიგიურ ფესტივალს ზეიმობდა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები