14 დეკემბერი 2019,   19:54
ვრცლად
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო - სირიელი ქურთები თურქეთს ფართომასშტაბიანი ომით დაემუქრნენ

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. პირველი ავიადარტყმები ანკარამ მას შემდეგ განახორციელა, რაც შეერთებულმა შტატებმა ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანა.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის გაზაფხული" ადგილობრივი დროით 4 საათზე დაიწყო. რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ოპერაციის დაწყება ტვიტერით გამოაცხადა. ანკარამ სირიელი ქურთების პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა. პირველი აფეთქებები თურქეთის "სიენენმა" პირდაპირ ეთერში გადასცა.

"ჩვენი მიზანია ტერორისტების განადგურება და უსაფრთხო ზონის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სირიელი ლტოლვილების სახლებში დაბრუნებას. ჩვენ შევინარჩუნებთ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას,"-ამბობს ერდოღანი.

სირიელი ქურთები თურქეთს ფართომასშტაბიანი ომით დაემუქრნენ.

”ჩვენი სამიზნე არის თურქეთი, სისხლის ბოლო წვეთამდე თავს დავიცავთ, ჩვენ პასუხისთვის მზად ვართ,”-ამბობენ სირიელი ქურთები.

თურქეთის ოპერაციას "მშვიდობის გაზაფხული" შეერთებულ შტატებში დემოკრატების კრიტიკა მოჰყვა. სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია გერმანია, ირანი, საერთაშორისო ორგანიზაციები. თურქეთის პრეზიდენტი სირიელი ქურთების წინააღმდეგ სახმელეთო სამხედრო ოპერაციასაც გეგმავს.

დღის ამბები