26 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
20 ათასზე მეტ მოქალაქეს და ტურისტებს აჭარაში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი მოემსახურება

თეა წულუკიანმა აჭარაში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, "იუსტიციელებმა" მთავრობის წევრებთან ერთად შეასრულეს პირობა და ხეობაში  ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ნაცვლად ევროპული სტანდარტების თანამედროვე იუსტიციის სახლი ააშენეს.

აჭარაში უკვე რიგით მეხუთე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისს მიიღებს. ცენტრი დაბისა და 64 სოფლის 20 ათასზე მეტ მოქალაქეს, ასევე ტურისტებს მოემსახურება.

შენობაში განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც.

დღის ამბები