26 აპრილი 2024,   11:43
ვრცლად
"მეუფე იაკობი ყველასგან გადაგდებული აღმოჩნდა" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

თეოლოგებსა და ოპოზიციასთან ერთად ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალურ ბრალდებებზე გამოძიების ჩატარებას მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახიც ითხოვს.

თორნიკე მამალაძის შეფასებით, მეუფე იაკობი გაბოროტებულია და ვარაუდობს, რომ მას ხელისუფლებასთან ერთად, საპატრიარქოც გაემიჯნება.

“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, როგორც ხელისუფლებას, ისე საპატრიარქოს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებული საქმე ბუმერანგივით შემოუბრუნდებოდათ. ფაქტი სახეზეა, ერთმანეთზე გადაბრალებები დაიწყეს. მეუფე იაკობის განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანი ყველასგან გადაგდებული დარჩა, არის გაბოროტებული, თავის მხრივ მთავრობამ მოატყუა. საპატრიარქოს დაველოდებით და დიდი ალბათობით ისიც გაემიჯნება.

მწერს ჩემი ძმა, რომ მზად არის ყველაფერს ფარდა ახადოს და დაწვრილებით ყველაფერზე ისაუბროს. აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი სკანდალი გველოდება,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დღის ამბები