18 ნოემბერი 2019,   18:23
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესში დარღვევა არ გამოვლენილა

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის წევრები ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე დარღვევები არ გამოკვეთილა.

კომისიის წევრებმა აბაშაში სხვადასხვა ლოკაცია, მათ შორის: საკათედრო ტაძარი, საკვირაო სკოლა, სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას სახლი დაათვალიერეს და მათ ინვენტარიზაცია ჩაუტარეს.

როგორც კომისიის წევრმა მამა გიორგი ქვარცხავამ "კურიერთან" განაცხადა, კომისიამ დაასრულა ლოკაციებზე გასვლა, თუმცა, როდის შედგება შემაჯამებელი ოქმი, ამაზე პასუხი წევრებს ჯერ არ აქვთ.

დღის ამბები