08 მაისი 2024,   20:11
ვრცლად
11 ნოემბერს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

11 ნოემბერს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა, ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარეები განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

დღის ამბები