26 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
კანონპროექტის ჩავარდნით რუსეთს ხელი ეშლება მისი ინტერესების გატარებაში - დიმიტრი ხუნდაძე 

დიმიტრი ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩავარდნაზე, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს ეხმაურება.

ხუნდაზის განცხადებით, კანონპროექტის ჩავარდნით რუსეთს ხელი ეშლება მისი ინტერესების გატარებაში.

უმრავლესობის წევრს უკვირს, დასავლელი პარტნიორებისა და კონგრესმენების განცხადებები, როდესაც ისინი ამბობენ, რომ საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გავიდეს იმ დროს, როდესაც ამერიკაში თავად აქვთ სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა.

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხზე აქტიური ურთიერთობა იქნება. მისივე თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკაა და ქვეყანა საგარეო კურსს არ შეიცვლის. სწორედ, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით, რუსეთს ხელი ეშლება მისი ინტერესების გატარებაში, რადგან ოკუპანტი ქვეყნის სურვილია, საქართველოში დესტაბილიზაცია დაიწყოს და ამის ხარჯზე, ის საკუთარ სურვილებს მარტივად განახორციელებს.   

დღის ამბები