26 აპრილი 2024,   11:49
ვრცლად
კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი - ტელეკომპანია "რუსთავი 2" აბიტურიენტებს დასაქმების შანსს აძლევს

კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი 2019 გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიების, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომპანიებმა აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები შესთავაზეს. ფორუმის ფარგლებში, ასევე შედგა დისკუსია შრომით ბაზარზე ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიების არასწორად შერჩევის თემაზეც.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მაც.

"ფორუმზე მოსულ სტუდენტებს ჩვენ დავეხმარებით პროფესიის შერჩევაში. ისინი, ვინც დაინტერესებულები არიან სპეციფიკური სპეციალობებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ესენია: ჟურნალისტიკა, მონტაჟი და ოპერატორობა. დავეხმარებით მათ, რომ მოვიდნენ ჩვენთან კომპანიაში, ისწავლონ ეს პროფესიები, დაინტერესდნენ უფრო მეტად და შემდგომ, რა თქმა უნდა, დასაქმდნენ," - აღნიშნა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამილა გველესიანმა.

"მიზნად დავისახეთ ის, რომ ახალგაზრდული რესურსი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. უფრო მეტად ნაყოფიერად იქნას გამოყენებული და ასევე განსახვავებული ფორმატი შევიმუშავეთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად," - განაცხადა, "კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ცენტრის" დამფუძნებელმა, მერი ტარიელაშვილმა.

დღის ამბები