30 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
ირანში ანტისამთავრობო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - Amnesty International

ირანში საპროტესტო აქციების პერიოდში,რომელიც საწვავის ფასების მატებასთან დაკავშირებით დაიწყო და შემდგომ ანტისახელისუფლებო გამოსვლებში გადაიზარდა, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Amnesty International-ი ავრცელებს.

სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, ბრიტანეთში განთავსებულმა ორგანიზაციამ, ირანის უსაფრთხოების ძალები დემონსტრაციების წინააღმდეგ  "გადამეტებული და ლეტალური ძალების" გამოყენებაში დაადანაშაულა.

"სარწმუნო ინფორმაციით, აქციების მინიმუმ 106 მონაწილე იქნა მოკლული 21 ქალაქში. დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყო, რადგან ზოგიერთ შეტყობინებაში საუბარია იმაზე, რომ 200 ადამიანი იქნა მოკლული," - ნათქვამია Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები