30 აპრილი 2024,   16:22
ვრცლად
თქვენ, ეტყობა, ჩემი ყვირილი არ გინახავთ - აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს

"თქვენ, ეტყობა, ჩემი ყვირილი არ გინახავთ" - ასე უპასუხა "აჭარის ტელევიზიის" ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ არხის თანამშრომლების ბრალდებებს, რომლებმაც მას პირდაპირ ეთერში "აჭარის ტელევიზიის" ჟურნალისტის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი.

კოხრეიძე ირწმუნება, რომ "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელთა პროტესტი მის მიმართ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია.

"შეიძლება, გადაღლილმა ადამიანმა ხმამაღლა ვთქვი, შეიძლება ახლაც გელაპარაკებოდეთ ემოციურად, თქვენ, ეტყობა, ჩემი ყვირილი არ გინახავთ, ჩემი ყვირილი არის აბსოლუტურად განსხვავებული. წინასწარ იყო დაგეგმილი პროვოკაციები და შეიძლება კიდევ აპირებენ, მაგრამ მე ვარ საკმაოდ მომთმენი და კომპრომისული ადამიანი, მე საკმაოდ ბევრ ნაბიჯს გადავდგამ და საზოგადოება დაინახავს, ადამიანებს აქვთ თუ არა აქვთ თანამშრომლობის,"- განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის რანგში  გიორგი კოხრეიძის პირველ სტუმრობას გადაცემა "მთავარში" ჟურნალისტ თეონა ბაკურიძესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ინტერვიუში გიორგი კოხრეიძემ ისიც თქვა, რომ  დირექტორობის ყოფილ კანდიდატ ნათია ზოიძესთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ კოხრეიძის ტელევიზიაში მისვლა სარედაქციო დამოუკიდებლობას ღიად ემუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები