26 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
რუსეთი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე პასუხისმგებელია - იენს სტოლტენბერგი

რუსეთმა მეზობელი ქვეყნების საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა - განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში პრეს კონფერენციაზე გააკეთა.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ NATO რუსეთის მხრიდან ალიანსის ქვეყნებზე თავდასხმის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა თავდაცვას აძლიერებს. ამის მიზეზად, ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის მიერ შეიარაღების მოდერნიზაციის გააქტიურებას ასახელებს.

"რუსეთი ევროპაში შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების პრინციპებს არღვევს. ის აგრძელებს ისეთი რაკეტების განლაგებას, რომლებიც ევროპის ქალაქებს რამდენიმე წუთში მიაღწევენ. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე პასუხისმგებელია.

ვგულისხმობ საქართველოსა და უკრაინას. ასევე, რუსეთს ნებართვის გარეშე სამხედრო ძალები ჰყავს მოლდოვაში. რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული ქმედება არ გვინახავს. მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნატომ თავდაცვის გაძლიერება განაგრძოს," - განაცხადა  იენს სტოლტენბერგმა.

 

 

დღის ამბები