29 იანვარი 2020,   17:43
ვრცლად
საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრი დაფუძნდა

დღეს საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრი დაფუძნდა.

ინიციატორი საქართველოს პრეზინდეტია. ორბელიანების სასახლეში შესაბამის დოკუმენტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს.

"ნელ-ნელა თუ ჩქარ-ჩქარა, არ ვიცი, დავკარგეთ კონტროლი, მფლობელობა, იმ ყველაფრის, რაც არის ცოდნა რაც არის საქართველოს შესახებ.

ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით ყოველთვის კავკასიის კულტურული და მეცნიერული კერა და ცენტრი. ისევ დავიჯეროთ, ზოგჯერ ესეც გვავიწყდება, რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით რატომღაც, როცა გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. 

ჩვენ უნდა უფრო კარგად ვმართოთ, რაც არის დღევანდელი რეალობა - სოციალური ქსელები, ინტერნეტი, იმიტომ რომ იქ იბეჭდება ჩვენ შესახებ ყველაფერი და არაფერი.უნდა მოვიფიქროთ ჩარევის ფორმები,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები