08 მაისი 2024,   19:06
ვრცლად
პიროტექნიკით გამოწვეული დამწვრობის შემთხვევები მთელი იანვარი გრძელდება, სანამ ბოლო ასაფეთქებელი არ გაიყიდება - გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს

დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გურამ ქაშიბაძე პიროტექნიკით დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციას გვაწვდის და ამავდროულად, მოსახ​ლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, ე.წ. "გასართობი", ასაფეთქებელი საშუალებებისგან. 

"31-დან 2 იანვრის ჩათვლით, დამწვრობის ცენტრს, 30-მა პაციენტმა მომართა. მათგან უმრავლესობა  დაახლოებით, 65% კი ბავშვები იყვნენ. 

საბედნიეროდ არ გვქონია მძიმე შემთხვევები. ჩვენი გამოცდილებით, მსგავსი ფაქტები არ მთავრდება 2 და 3 იანვარს, ეს მთელი იანვარი გრძელდება, სანამ ბოლო ასაფეთქებელი არ გაიყიდება.

კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრ​თხილო, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი საშუალება, ის საკმაოდ სერიოზულ მუხტს შეიცავს და არასწორად გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზულ ტრავმასაც  გვაყენებს," - განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გურამ ქაშიბაძემ. 

დღის ამბები