28 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
პრეზიდენტმა ამ უსამართლობით საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი

პრეზიდენტმა ამ უსამართლობით საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა - ასე შეაფასა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პრეზიდენტის საშობაო შეწყალების აქტი.

ადვოკატისთვის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არ ყოფილა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

"მოლოდინი მქონდა ისეთი, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. იგი არ შეიწყალებდა დეკანოზს. ვამბობდი და ვამბობ, რომ არიან გარკვეული პირები, რომელთაც არანაირად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და სირცხვილია, როცა პრეზიდენტი ადვოკატებს გვიხსენიებს, თითქოს ჩვენ არგუმენტები არ გვქონდა. გასაგებია, ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება არის გარდაცვლილი, სადაც არ არის სამართლიანობა, პრეზიდენტი კი არა, არავინ არაფერს არ შეცვლის. ამიტომ, ჩემი მოთხოვნა და რჩევა იქნება, სანამ ადვოკატებზე იქნება საუბარი, ჯერ კარგად გაგვეცნოს, კარგად მოგვისმინოს და მერე ილაპარაკოს. ეს არის დადგმული. პრეზიდენტმა საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ უსამართლობით," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი განაცხადა. 

დღის ამბები