26 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების პროცესი დღეს გაიმართება 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობა განიხილება.

ერთ-ერთი ბრალდებულის უფლებადამცველის, დავით ჭიკაიძის განმარტებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაადასტურებს.

"ბრალდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება ექსპლუატაციას, ანუ თითქოს, ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ის უწევდა თავის შვილს ექსპლუატაციას. არ იკვეთება არცერთი ფაქტი, არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ კონკრეტული გადაღებების დროს იმყოფებოდა გადაღებების ადგილას ან მას რაიმე სახის მატერიალური სარგებელი ენახა. შესაბამისად, ჩვენ სასამართლოზე დავადასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მას ბრალი უსამართლოდ აქვს წარდგენილი,"- განაცხადა ადვოკატმა. 

გამოძიებამ მძიმე ბრალდებით სულ 24 ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქეები, რომლებიც ფოტოსალონში პორნოგრაფიულ ფოტო-ვიდეო გადაღებას ახორციელებდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები