08 მაისი 2024,   22:19
ვრცლად
"კულტურის სფეროს სათანადო დაფინანსება უნდა ჰქონდეს, შევუწყობ ხელს ამ დეზინტეგრაციას"- მარიამ ჯაში

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში კულტურის სამინისტროს გამოყოფას  მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ აუცილებელია კულტურის სფეროს სათანადო დაფინანსება ჰქონდეს.

ჯაში აცხადებს, მხოლოდ სამინისტროს გამოყოფა საკმარისი ვერ იქნება.

"თუკი კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოეყოფა, მივესალმები. მაგრამ არ არის საკმარისი მხოლოდ კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფა, თუ არ მოხდა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტიცია კულტურის სფეროში. მე როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ამ დეზინტეგრაციას შევუწყობ ხელს," - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დღის ამბები