01 მაისი 2024,   07:47
ვრცლად
პროკურატურამ სასამართლოს ლევან ხაბეიშვილის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. საქმეზე სასამართლო პროცესი  დღეს გაიმართება. 

თბილისის საქალაქო სასამართლო დღესვე საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" სამი დეპუტატის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. 

გამოძიება უმრავლესობის წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას ედავება. საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძეს დაეწერა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. 

შეგახსენებთ, ინციდენტი თბილისის საკრებულოში მიმდინარე წლის 24 იანვარს მოხდა.

დღის ამბები