27 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
რადენიმეკილომეტრიანი კოლონა კობი-გუდაურის მონაკვეთზე - გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია 

კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების საფრთხე მოხსნილია და სპეციალურმა ტექნიკამ გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაუწყო. გზა უამინდობის გამო ჩაკეტილი იყო და ადგილზე ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია. ისინი გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებას ელოდებიან. 

"დილიდან დაწყებული გვაქვს გაწმენდითი სამუშაოები კობის მხრიდანაც და გუდაურის მხრიდანაც. ალბათ, დაახლოებით, 2-3 საათის განმავლობაში გახსნილი იქნება გზები,“ - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა. 

გზის ჩაკეტვის მიზეზი ინტენსიური თოვა გახდა და ზვავსაშიშროება გახდა, რის გამოც სპეციალური სამსახურები ვერც გაწმენდით სამუშაოებს იწყებდნენ.

როგორც მგზავრები ამბობენ, მათ ფული გაუთავდათ, ასევე ამოეწურათ საკვებისა და წყლის მარაგი. 

"არაფერი არ გვაქვს, ფულიც გვითავდება, აქ ყველაფერი ძვირია,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

 

დღის ამბები