09 მაისი 2024,   11:35
ვრცლად
ვიწყებთ მზადებას სახალხო საპროტესტო მოძრაობისა და დაუმორჩილებლობისათვის - შალვა ნათელაშვილი

ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია სახალხო დაუმორჩილებლობისთვის ემზადება. 

"ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ადეკვატური რეაგირება მოახდინა და შეწყვიტა ყოველგვარი მოლაპარაკებები და რაუნდები ოლიგარქიული დიქტატურის რეჟიმთან. ვიწყებთ მზადებას დიდი სახალხო საპროტესტო მოძრაობისა და სახალხო დაუმორჩილებლობისათვის. ბიძინა ივანიშვილს სახალხო სამსჯავრო უახლოვდება, სადაც არ იქნებიან ყალბ დიპლომიანი თადუმაძეები და ბოტასის ქურდი პროკურორები," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა. 

პიკეტირება და დაუმორჩილებლობა - ასეთია ოპოზიციის სამომავლო გეგმა.

"აღარ გაიმართება მოლაპარაკების არც მეხუთე და არც მეექვსე რაუნდი, ჩვენ ქუჩის აქციებზე გადავდივართ და დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა სახე მიეცემა ჩვენს მომავალ საქმიანობას - პიკეტირებასა და დაუმორჩილებლობას," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა. 

დღის ამბები