26 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
თურქეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, სირიამ სომეხთა გენოციდი აღიარა

სირიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა. დეპუტატებმა ​ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღეს.

არაბული სამყაროდან ლიბანის შემდეგ სირია მეორე ქვეყანაა, ვინც ეს საკითხი განიხილა.

გენოციდის აღიარება თურქეთსა და დამასკოს შორის ურთიერთობების დაძაბვისა და სირიაში მიმდინარე სამხედრო შეტაკებების ფონზე მოხდა.

იდლიბის პროვინციაში რამდენიმე დღეა რუსეთისა და ირანის მოკავშირე ბაშარ ასადის ძალები ამბოხებულ ოპოზიციონერებს უპირისპირდებიან, რომლებსაც მხარდაჭერას თურქეთი უცხადებს.

დღის ამბები