03 აპრილი 2020,   13:57
ვრცლად
ბაკურიანში NATO-ს წევრი და პარტნიორი შვიდი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები სამთო მომზადებას გადიან

ბაკურიანში ზამთრის საბაზისო სამთო კურსი აქტიურ ფაზაში გადავიდა. პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში, სამთო მომზადებას, ნატოს წევრი და პარტნიორი შვიდი ქვეყნის 31 სამხედრო მოსამსახურე გადის.

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკელი, აზერბაიჯანელი, ლატვიელი, უკრაინელი, პოლონელი და ბელარუსელი სამხედროები, ზამთრის პირობებში სამთო ტექნიკას ეუფლებიან.

სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირება ჩაუტარდებათ, რის საფუძველზეც მათ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ.

დღის ამბები