26 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
თბილისში ცნობილი პიანისტის, სერგეი ბელიავსკის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

კონსერვატორია როიალების კამპანიას იწყებს. 150 როიალიდან, რომლებიც ამ დროისთვის სასწავლო პროცესისთვის გამოიყენება, უმეტესობა გამოსულია მწყობრიდან, რადგან ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ ამოეწურათ. ნორმალური სასწავლო პროცესისთვის როიალების განახლება აუცილებლებელია. ამ კამპანიის ფარგლებში, 28 თებერვალს ცნობილი პიანისტი სერგეი ბელიავსკი კონცერტს გამართავს. ბილეთებიდან შემოსული თანხა კი, სრულად მოხმარდება ინსტრუმენტების შეკეთებას.

კონსერვატორიის დიდი დარბაზი განსაკუთრებული კონცერტისთვის ემზადება. არაერთი პრესტიჟული კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული მუსიკოსი თბილისში სოლო კონცერტით პირველად ჩამოდის. ბელიავსკი ბეთჰოვენის, პროკოფიევის, შოპენის, დებიუსის, ლისტის ნაწარმოებებს შეასრულებს.

მსოფლიოში ცნობილი ტექნიკური ბრწყინვალება ყველა მისთვის დამახასიათებელ უნარსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. 

სერგეი ბელიავსკის კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის როიალების განახლებას. მე-20 საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ კონსერვატორიაში არცერთი როიალი არ განახლებულა.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები