09 მაისი 2024,   21:11
ვრცლად
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულოებში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულოებში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა. საუბარია საკონსულოებზე, რომელიც ინფექციის აქტიური გავრცელების ზონაში მდებარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, განსაკუთრებით, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში საელჩოს, ან იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომრებზე დარეკონ.

უწყების რეკომენდაციაა, თვითნებურად არ მიმართონ ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს და რესპირატორული სიმპტომების დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) დარეკონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 112 და 118. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომრებზე: (+39 33) 3887-91-23; (+39 35) 0131-21-31; (+39 35) 0148-31-14.

დღის ამბები