09 მაისი 2024,   17:46
ვრცლად
ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს კორონავირუსის გავრცელების გამო პრევენციული ზომების მიღებას მოუწოდებს ​

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოთხოვნით მიმართავს, რომ იმსჯელონ საქალაქო სასამართლოში სხდომების ჩატარების ცვლილებასთან დაკავშირებით.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ზომების დროული გატარებისკენ მოუწოდებს.

"მივმართავ იუსტიციის საბჭოს მდივანს და უმრავლესობას, სასწრაფოდ შეიკრიბონ და იმსჯელონ იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საქალაქო სასამართლოს მუშაობა და რა ზომები უნდა იყოს მიღებული, რომ უკეთ დავიცვათ სასამართლოში მყოფი და მოსიარულე ადამიანების ჯანმრთელობა,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები