09 მაისი 2024,   20:59
ვრცლად
კორონავირუსით დაზარალებული ბიზნესი - სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია საგადასახადო მორატორიუმს მოითხოვს

კორონავირუსით დაზარალებული ბიზნესი - ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე კორონავირუსის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო მიყენებულ ზიანს განიხილავენ.

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდისგან საგადასახადო ნაწილში დროებით მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს.

"ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს კადრების დაკარგვა და ადამიანების სამსახურიდან დათხოვნა. ჩვენი თხოვნა არ არის რამეს სუფსიდირება, არამედ ვითხოვთ დროებით მორატორიუმის გამოცხადება მაისამდე მაინც,"- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

"აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერიას განაცხადებით, ამ დროის მონაცემებით, მის მფლობელობაში არსებული სასტუმროს დანაკარგი 2 მილიონ ლარამდეა.

"დანაკარგი იქნება საბოლოო ჯამში დიდი. საბოლოო ჯამში დანაკარგი 2 მილიონამდე იქნება, თუმცა არსებობს პოზიტიური მხარეც და მაისიდან შემოდის ჯავშნები,"- აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

დღის ამბები