09 მაისი 2024,   21:07
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილის სრული რეაბილიტაციისთვის 2 მილიარდ 523 მილიონი ლარი დაიხარჯება - მაია ცქიტიშვილ

მაია ცქიტიშვილის რამდენიმე საათიანი მოსმენა პარლამენტში დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა უწყების დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიარდ 523 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

"2019 წელს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო - რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა. მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალებზე მიმდინარეობს მშენებლობა, საიდანაც 70 კილომეტრი დასრულდება 2020 წელს," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მაია ცქიტიშვილი მესამე მინისტრია, რომელიც მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა.

დღის ამბები