26 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა 2024 წელსაც შეეძლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მას საშუალება ექნება, პრეზიდენტის პოსტზე კენჭი 2024 წელსაც იყაროს.

დოკუმენტი რუსეთის დუმამ 11 მარტს მიიღო, რომელიც იმ დღესვე დაამტკიცა ფედერაციის საბჭომ. დოკუმენტი განსახილველად ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.

სასამართლომ ცვლილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს. დამტკიცების შემთხვევაში, საკითხს საყოველთაო კენჭისყრაზე გაიტანენ.

დღის ამბები