07 მაისი 2024,   10:37
ვრცლად
გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა - რაიონებს შორის პოლიციის კორდონი გუშინ საღამოს განთავსდა

გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა. ბრძანება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გასცა.

რაიონებს შორის პოლიციის კორდონი გუშინ საღამოს 9 საათიდან განთავსდა. ოკუპირებულმა რეჟიმმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტს კორონავიურუსი დაუდასტურდა.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ვირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება.

დღის ამბები