26 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
მცხეთა-მთიანეთში, COVID 19-ის პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გრძელდება

მცხეთა-მთიანეთში, COVID 19-ის პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გრძელდება. რეგიონში ნიადაგს ამუშავებენ და მარცვლეულს თესავენ.

დასრულების ეტაპზეა პირველადი საგაზაფხულო სამუშაოები ხეხილისა და ვენახის ბაღებში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ არსებობს უამრავი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"ჩვენ გვაქვს არაერთი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ვფიქრობ არსებული გამოწვევების ფონზე პროექტების რაოდენობა და მასშტაბი უფრო მეტად მოიმატებს. ქართველ ფერმერებს კი ექნებათ საშუალება წარმატებული მოსავლით უპასუხონ კორონავირუსისგან შექმნილ გამოწვევას,"- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

დღის ამბები