26 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
თელავის ოთხივე შესასვლელში არსებულ ბლოკ-პოსტებს თერმოსკრინინგის აპარატები ემატება

დღეიდან თელავის ოთხივე შესასვლელში არსებულ ბლოკ-პოსტებზე თერმოსკრინინგის აპარატები დაემატება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

კახეთის გუბერნატორის განმარტებით, თერმო აპარატების დამატების მიზეზი საკონტროლო პუნქტებთან ტრანსპორტის მოძრაობის გამარტივება და შეფერხების თავიდან აცილებაა.

შეხვედრაზე განხილული იყო საკონტრაქტო კომპანიების საქმიანობაც, რომლებიც საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ რეგულაციებს სრულყოფილად არ ითვალისწინებენ. 

დღის ამბები