09 მაისი 2024,   21:09
ვრცლად
ევროპა კორონავირუსისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს მალე ვერ დაძლევს - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროპა კორონავირუსისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს მალე ვერ დაძლევს და ჩვეულ რიტმს მალე ვერ დაუბრუნდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლეინმა ეკონომიკის აღდგენის გეგმა წარადგინა. მისივე თქმით, ევროკავშირისთვის პრიორიტეტი ის ქვეყნები იქნება, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

"ეკონომიკური შემცირებები ადრეც გვქონია, თუმცა ეკონომიკური საქმიანობის ისეთი შეჩერება, როგორიც ბოლო სამი თვის მანძილზე გვაქვს - არასოდეს. ეკონომიკის ჩვეულ რიტმს მალე ვერ დავუბრუნდებით, ეკონომიკური აღდგენითი გეგმისთვის გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი დაიხარჯება პირველ ნაწილში, რომელიც მიზნად ისახავს წევრი სახელმწიფოების დახმარებას, რათა მათ კრიზისი დაძლიონ და ეკონომიკურად უფრო გაძლიერდნენ. მეორე ნაწილი მიმართულია ეკონომიკის რესტარტისკენ. მესამე ნაწილი ხელს შეუწყობს იმ პროექტების გაძლიერებას, რომლებმაც, კორონავირუსის პანდემიის დროს ევროკავშირის საპასუხო რეაგირების განხორციელებისას გადამწყვეტი როლი შეასრულეს," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეინიმ.

დღის ამბები