09 მაისი 2024,   19:54
ვრცლად
იტალიაში ვირუსის გავრცელების ტემპი, შესაძლოა, გაიზარდოს - პრემიერის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეზღუდვების გაგრძელების საშუალებას არ იძლევა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ იტალიის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყნის ხელახლა გახსნით იზრდება შანსი, რომ კორონავირუსის გავრცელების ტემპმა ისევ მოიმატოს და ამას იტალიის მთავრობა აცნობიერებს.

იტალიაში 18 მაისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, ხოლო ევროკავშირის საზღვრებს შიგნით გადაადგილება 3 ივნისიდან იქნება დასაშვები. სპორტდარბაზები, საცურაო აუზები და სხვადასხვა სპორტული ცენტრი 25 მაისს გაიხსნება, თეატრები და კინოთეატრები კი 15 ივნისიდან განაახლებენ მუშაობას.

"ჩვენ გათვლილ რისკზე მივდივართ, ვიცით რა, რომ ეპიდემიოლოგიური მრუდი შეიძლება, ისევ გაიზარდოს. თუმცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეზღუდვების გაგრძელების საშუალებას არ იძლევა, საზოგადოების უმრავლესობა სამსახურში დაბრუნების მომხრეა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია აკრძალვების შემსუბუქების პარალელურად კვლავ გაგრძელდეს საზოგადოებრივი დისტანცირება," - აღნიშნა  იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

 

დღის ამბები