08 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ გადაიდება - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის მისალოცი სიტყვის დროს დიდი დრო დაუთმო კორონავირუსის პანდემიას, მისი თქმით საქართველო ღირსეული მებრძოლი აღმოჩნდა ამ ვირუსთან და სწორედ ამიტომ ქვეყანამ საერთაშორისო მეგობრებისგან შექება დაიმსახურა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ამ მძიმე ვითარებაში ყველანაირად ეცადა, რომ მოსახლეობისთვის შეზღუდვები მიუღებელი და რთულად ასატანი არ ყოფილა.

"ხაზი უნდა გავუსვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად საქართველოს არცერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები. გადაადგილების უფლება შეიზღუდა ნაწილობრივად, არ გამოცხადებულა სრული კარანტინი, ასევე არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არც აღმსარებლობის თავისუფლება.

ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა, ამიტომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ გადაიდება. 

ჩვენმა ქვეყანამ პარტნიორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა, ვესაუბრე 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს. გაეროს, ევროკავშირის, ნატოს და ჯანმოს ხელმძღვანელებს. მათ ერთხმად აღიარეს ჩვენს მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა და სწორედ ამის შედეგია მიღებული ფინანსური დახმარება.

ამ წარმატებამ არ უნდა მოგვადუნოს შევდივართ მეორე და უფრო რთულ ფაზაში. პირველ რიგში კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება არ არის დამარცხებული და დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის.

დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ ეს ასე არ არის. აწი ჩვენზე ინდივიდუალურად და კოლექტიურად იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ შედეგს.

უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი მოითხოვს გამძლეობას,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები