07 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი "ევროპული საქართველოსა" და სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა, რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ეს მათი გადასაწყვეტია, სასარგებლოდ ჩათვლიან, თუ არა სააკაშვილის მათ საქმეში ჩარევას.

აღნიშნული კომენტარი გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვა დააანონსა:

"ევროპული საქართველოს" და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე, სააკაშვილი ვერ იქნება და არ იქნება და "ნაციონალური მოძრაობა", მის პარტიაში, თუ თვლის მათთვის სასარგებლოდ სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენთვის ეს საკითხი არ არსებობს საერთოდ და ვერაფერში ვერ ჩაერევა "ევროპული საქართველოს" ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში სააკაშვილი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები