07 მაისი 2024,   18:11
ვრცლად
ჩინეთის დედაქალაქში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კორონავირუსის ახალ კლასტერთან დაკავშირებით 11 უბნის მოსახლეობა კარანტინში გადაიყვანეს. უბნები, სადაც შეზღუდვები დააწესეს, "ხინფადის" ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც ახალი კლასტერის წყაროდ მიიჩნევენ.

კორონავირუსი ჯერჯერობით ბაზრობაზე დასაქმებულ 45 პირს დაუდასტურდა, თუმცა ყველა თანამშრომლის გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. პეკინში ახალ კლასტერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ბაზარი დახურეს. ახლომდებარე 9 სკოლასა და საბავშვო ბაღში კი მომავალი კვირიდან სასწავლო პროცესი შეწყდება.

დღის ამბები