28 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
ბრაზილიაში COVID-19 გასულ დღე-ღამეში 35 ათასამდე პირს დაუდასტურდა - პეკინში კი 29 უბანი კარანტინშია მოქცეული

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ბრაზილიაში - გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსი 35 ათასამდე პირს დაუდასტურდა.

პარალელურად, პეკინში ვირუსის მეორე ტალღის გამო უკვე 29 უბანია კარანტინში მოქცეული.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა თურქეთში. ბოლო 24 საათში სომხეთში ვირუსს კიდევ 8, აზერბაიჯანში კი 4-ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მსოფლიოში უკვე 445 ათასს გადააჭარბა.

 

დღის ამბები