07 მაისი 2024,   10:30
ვრცლად
საფრანგეთში ანტირასისტული გამოსვლების ფარგლებში ჟან-ბატისტ კოლბერის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს

საფრანგეთში ფრანგი სახელმწიფო მოღვაწის, ჟან-ბატისტ კოლბერის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ეროვნული კრების შენობასთან მდგარ ძეგლს წითელი საღებავით "ნეგროფობი" დააწერეს.

ფრანგული მედიის ცნობით, კოლბერი იყო ე.წ. შავი კოდექსის ერთ-ერთი ავტორი, რომლითაც საფრანგეთის კოლონიებში მონობის რეგულირება ხდებოდა. რასიზმის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კოლბერის ძეგლის შეღებვა არაერთხელ სცადეს.

კოლბერი ლუი 14-ის ფინანსთა მინისტრი იყო, რომლის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება უკავშირდება.

დღის ამბები