09 მაისი 2024,   11:25
ვრცლად
ITB Berlin-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2024 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედიაპლატფორმებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს National Geographic-ის, Bloomberg-ის, Wanderlust-ის ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო კულინარიული ფესტივალის Nat Geo Food Fest-ის ორგანიზატორებთან.

მოლაპარაკება შედგა ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული კომპანიის, China Ready-ის წარმომადგენლებთან.

დღის ამბები