09 მაისი 2024,   17:47
ვრცლად
შეხვედრაზე ვიყავით სამეგრელოში და კითხვა დაისვა, თუ ჩვენი პარტნიორები არიან, რატომ არ არის პირდაპირი რეისები ამერიკასა და საქართველოს შორის? კითხვა ლეგიტიმურია - ირაკლი ზარქუა

USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორის ინტერვიუს თემასთან დაკავშირებით, რა დახმარებას უწევს ამერიკა საქართველოს, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

საპარლამენტო უმრავლესობაში სვამენ შეკითხვას საკმარისია, თუ არა ეს სტრატეგიული პარტნიორობისთვის და რატომ არ აწესებს შტატები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს, პირდაპირ ფრენებს და არ აღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ რატომ არ არის ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები და თავისუფალი ვაჭრობა.

"შეხვედრაზე ვიყავით სამეგრელოში და კითხვა დაისვა - თუ ჩვენი პარტნიორები არიან, რატომ არ არის პირდაპირი რეისები ამერიკასა და საქართველოს შორის? ისევე როგორც საუბრობდნენ, რომ რატომ არ არის თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენ ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, მათ შორის ფრენები. კითხვა ლეგიტიმურია და მე პირადად პასუხი არ მაქვს. რაც შეეხება იმ დახმარებებს, მე მინდა ვთხოვო USAID-ის წარმომადგენლობას და ხელმძღვანელობას, ვინც ეს ინტერვიუ მისცა, კარგი იქნება თუ ჩავლენ რეგიონებში და კითხვას დაუსვამენ მოსახლეობას, ის დაფინანსებები, რომელსაც 32 წელია აფინანსებს, რამდენად მიდის ადრესატამდე? მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, მაგრამ ვისურვებდი, რომ როგორც ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერება, პირდაპირი ფრენები ამერიკასა და საქართველოს შორის, თავისუფალი ვაჭრობა და კონკრეტულად იმ მოქალაქემდე მივიდეს დახმარებები და არა არასამთავრობოების დაფინანსებით, რომელიც შემდეგ ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციებს და თვითმყოფადობას ებრძვიან,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

 

დღის ამბები