09 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება, ბატონო პრემიერო მადლობას გიხდით პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული პროგრამები იქნება იმისათვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდნენ. 

"ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად, შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება, საჭიროებებზე მორგებული, იმისათვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს.

მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ, თურქული სამხედრო ბრიგადა ეწვია ბათუმის სანაპიროს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ეს არის ერთ-ერთი იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში და ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის, ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გახდება ნატოს ალიანსის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში. ჩვენ ხელდახელ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

 

 

დღის ამბები