28 აპრილი 2024,   17:40
ვრცლად
Video: სოხუმის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს

სოხუმის ცენტრში 41 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. დანაშაულის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მოკლულია ადგილობრივი ა.ს. ხანაზარიანი. გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ უახლოვდება მას თავდამსხმელი, რომელიც მკვლელობის შემდეგ ადგილს "მერსედესის" მარკის ავტომობილით ტოვებს.

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. ძებნა გამოცხადებული აქვთ თენგიზ სერგეგიაზე. მან მსხვერპლის მიმართულებით ცხრა გასროლა განახორციელა.

დღის ამბები