27 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
ქვეყანას აქვს დადებითი მიგრაციული სალდო, ეგეთი ტყუილი როგორ უნდა აკადრო მოსახლეობას და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 800 000-ით შემცირდა - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო აქვს და როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა 800 000-ით შემცირდა, ისინი მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებენ.

როგორც მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, 2400 ადამიანი მეტი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა და მართალია რიცხვი მცირეა, თუმცა პლუსში გასვლა სასიამოვნო და სიმბოლურია.

"იმ დროს, როდესაც ევროპის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იყო გახსნილი, 250 000 ადამიანით მეტი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა. მათ ჰქონდათ უარყოფითი მიგრაციული სალდო. ემიგრანტების რაოდენობა, საქართველოდან გასული ადამიანების რაოდენობა მათ გაეზარდათ დაახლოებით 250 000 ადამიანით. საქართველოს მოქალაქეებზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, ვთქვათ საქართველოს მოქალაქე ადამიანი გასულია 50 000-ით მეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ 52 400 ადამიანზე მეტი შემოვიდა. ახლა ამაზე ამბობენ, რომ რუსები არიან. 35 000-მდე აქ რის უკრაინელი ლტოლვილი, ანუ 20 000 კაციანი სივრცეც აღარ რჩება მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. იქ რუსიც არის, იქ ბელორუსიც არის, თურქიც, აზერბაიჯანელიც, სომეხიც რომლებიც გადიან და შემოდიან. უკრაინელების გარდა, სულ გვაქვს 20 000 კაცზე ლაპარაკი, რომელიც საქართველოში არის ამ წუთში. ამ მარტივ ციფრებში ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ რუსების შემოსვლა და არგასვლა ცალსახა ტყუილია. ქვეყანას აქვს დადებითი მიგრაციული სალდო. ეგეთი ტყუილი როგორ უნდა აკადრო და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 800 000-ით შემცირდა?! პირიქით, რაოდენობა 2400 ადამიანით არის გაზრდილი. მართალია ეს არის მცირე რიცხვი, თუმცა სიმბოლურია, რომ პლუსში გავედით. ისინი მხოლოდ გასულებს თვლიან და შემოსულებს არა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები