27 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსით საქართველო წამყვან ქვეყნებს უსწრებს - დემოკრატიის კვლევის ცენტრის რეიტინგში ქვეყანა მოწინავე პოზიციაზეა

მსოფლიოში 27-ე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი სამეულში - დემოკრატიის კვლევის მსოფლიო ცენტრმა, სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

2012 წელს საქართველო რეიტინგში 96-ე ადგილს იკავებდა და 11 წელიწადში სარეიტინგო პოზიცია 69 ადგილით გაიუმჯობესა. ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგებზე ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მონაცემები სასამართლო სისტემაში არსებულ რეალობას არ ასახავს. ოპონენტები ხელისუფლებას მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმირებას ურჩევენ.

ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, დანია, ირლანდია, ნიდერლანდები, ავსტრია - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც "დემოკრატიის მრავალფეროვნების" ინდექსის მიხედვით, საქართველოს ჩამორჩება. ჯამში, საქართველო ევროკავშირის 21 სახელმწიფოს უსწრებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ახალი მონაცემი იმ კრიტიკის პასუხია, რაც ოპონენტების მხრიდან ქართული სასამართლო სისტემის მისამართით ისმის

"დემოკრატიის მრავალფეროვნება" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტია. კვლევის შედეგებს მსოფლიოს ბანკის "გლობალური მმართველობის ინდიკატორები" ეფუძნება.

დღის ამბები