27 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლცენტრი და ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს.

ისინი, გამოგონილი სახელებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და, ნდობის მოპოვების შემდეგ, დაზარალებულებს, მოგების მიღების მიზნით, თანხის ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ.

გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და ზუსტდება უცხო ქვეყნის მოქალაქე დაზარალებულებისა და მატერიალური ზიანის რაოდენობა. დაკავებულებს 7-იდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები