27 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
"ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და პოლიტიკის შემუშავებაში" - USAID-ისა და "გაზელ ფაინანსის" ორგანიზებით, ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

"ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და პოლიტიკის შემუშავებაში" - ამ სახელწოდებით, ყოველწლიური კონფერენცია ტარდება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალები, როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე - არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

კონფერენცია მოიცავს პანელურ დისკუსიებს ქალთა პერსპექტივების, მთავრობასა და ბიზნესში ქალების აქტიური მონაწილეობის, ფინანსებზე მათი ხელმისაწვდომობისა და გენდერული საკითხების შესახებ ევროინტეგრაციის ჭრილში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან USAID-ი და "გაზელ ფაინანსი".

დღის ამბები