27 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებულ გაერო-ს სანქციებზე მონიტორინგის განახლებას რუსეთმა ვეტო დაადო

ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებულ გაერო-ს სანქციებზე მონიტორინგის განახლებას რუსეთმა ვეტო დაადო. გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13-მა წევრმა სანქციების განახლებას მხარი დაუჭირა, ჩინეთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ჩრდილოეთ კორეა 2006 წლიდან ექვემდებარება გაერო-ს სანქციებს, ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული პროგრამებისთვის. ეს ზომები წლების განმავლობაში გაძლიერდა.

გაერო-ს სანქციები დაწესებულია განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ რუსეთმა ვეტო დაადო სანქციების ყოველწლიურად განახლების შესახებ მოთხოვნას.

დღის ამბები