27 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
შაქრო კალაშოვი ციხიდან გაათავისუფლეს

თბილისელი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური "ავტორიტეტი" ზახარია კალაშოვი (შაქრო მოლოდოი) კრასნოდარის ციხიდან გაათავისუფლეს. ე.წ. კანონიერმა ქურდმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

"ინფორმაცია სამართალდამცავმა უწყებებმა დაადასტურეს,"-წერს სააგენტო TASS.

სასამართლომ 71 წლის კალაშოვის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით მიიღო.

დღის ამბები