27 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ "ვიანის" თანამშრომლები - სააქციო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს

სააქციო საზოგადოება "ვიანი“ გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კომპანია პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობ საგამოძიებო უწყებასთან.

კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ "ვიანის" თანამშრომლები და მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც ვიანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

"ვიანი განაგრძობს თანამშრომლობას შესაბამის სამსახურებთან და, თავის მხრივ, აპირებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით. კომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება", - აღნიშNულია განცხადებაში.

დღის ამბები